ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
უმცროსი გეოდეზისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გეოდეზისტი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გეოდეზისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო მიწის ნაკვეთის შესწავლის პროცესში მონაწილეობა;
** მშენებლობის პროცესში შემსრულებლის მიერ დაკვალული გეოდეზიური წერტილების სისწორის გადამოწმებაში მონაწილეობა;
** უფროსი გეოდეზისტის დახმარება სხვადასხვა ტიპის გეოდეზიური სამუშაოების შესრულებისას;
** გეოდეზისტის მიერ მითითებულ საორიენტაციო წერტილებთან მიმართებით, ადგილზე აწყობილი ყალიბების სისწორისა და გეომეტრიული პარამეტრების გადამოწმება (სვეტებისა და კედლების ვერტიკალურობისა და ზომების, ასევე, გადახურული ფილების, რიგელებისა და კონსოლების დონეების შემოწმება);
** ყალიბების გამოხსნის შემდგომ კონსტრუქციული ელემენტების პროექტთან შესაბამისობის გადამოწმება და ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი ნახაზზე მონიშვნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერ-გეოდეზიის მიმართულებით ან ამავე მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** AutoCAD-ის ცოდნა (სასურველია);
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის ცოდნა (სასურველია);
** ტახეომეტრის, GPS-ისა და ნიველირის გამოყენების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cqyguX0
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე