ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ვიდეოკონტენტ კრეატორი/ვიდეო ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოკონტენტ კრეატორი/ვიდეო ოპერატორი
მომწოდებელი: სითი მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
ვაკანსია - ვიდეოკონტენტ კრეატორი / ვიდეოოპერატორი

ვეძებთ კრეატიულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის Facebook გვერდისთვის მოკლე, საინტერესო და ხარისხიანი ვიდეოკონტენტის შექმნას.

სამუშაო მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობისა და სერვისების შესახებ მოკლე ვიდეოების დაგეგმვა და გადაღება;
** თვეში 2 ვიდეოს მომზადება;
** თითოეული ვიდეოს ხანგრძლივობა: 15-20 წამი;
** ვიდეომასალის დამუშავება, მონტაჟი და სოციალურ ქსელში განსათავსებლად შესაბამის ფორმატში მომზადება;
** ვიდეოკონტენტის ვიზუალურ და ტექნიკურ ხარისხზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
** შემოქმედებითი ხედვა და თანამედროვე ტრენდების ცოდნა;
** სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი კონტენტის შექმნის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო.

ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები:

თანამშრომლობის ორი ფორმატი განიხილება:

1. 500 ლარი თვეში - თვეში 2 ვიდეოს სრული მომზადება, მათ შორის ვიდეოში სპიკერის მონაწილეობით (გადაღება, მონტაჟი და საბოლოო მასალის მომზადება).
2. 400 ლარი თვეში - თვეში 2 ვიდეოს გადაღება და მონტაჟი, სპიკერის მონაწილეობის გარეშე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: sabaishvili@citymg.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე