|
დასახელება:
ფიზიოლოგიის ლაბორანტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიოლოგიის ლაბორანტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია ადამიანის ფიზიოლოგიის პრაქტიკული მეცადინეობებისა და ლაბორატორიული საქმიანობის ტექნიკური მხარდაჭერა.
ძირითადი მოვალეობები:
** სილაბუსებისა და განრიგის შესაბამისად პრაქტიკული მეცადინეობებისთვის აღჭურვილობისა და მასალების მომზადება;
** ლექტორებისა და სტუდენტებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სასწავლო და კვლევითი საქმიანობისას;
** აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი, ინვენტარის აღრიცხვა და მარაგების მონიტორინგი;
** ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა და სივრცის სამუშაოდ მზადყოფნის უზრუნველყოფა;
** საჭიროებებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაზისო სამედიცინო განათლება ან უმაღლესი განათლება ქცევითი და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით;
** ადამიანის ფიზიოლოგიისა და ლაბორატორიული მუშაობის საფუძვლების ცოდნა;
** ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** საოფისე პროგრამებისა და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობა და გუნდურად მუშაობის უნარი.
*უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო ან კვლევით ლაბორატორიაში მუშაობის, ან სტუდენტების პრაქტიკული სწავლებისა და კვლევის ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქავთარაძის კამპუსი - ადამიანის სხეულის ლაბორატორია
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; საჭიროების შემთხვევაში, ცვლებში ან შაბათ-კვირას მუშაობა
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@ug.edu.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "ფიზიოლოგიის ლაბორანტი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 დეკემბერი.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|