|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Monte
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
სასტუმრო "მონტე" გუდაურში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გუდაური
განაკვეთი: სრული
სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, განთავსება და გაწერის პროცედურების შესრულება;
** ჯავშნების მართვა და სტუმრებთან სატელეფონო თუ წერილობითი კომუნიკაცია;
** სასტუმროს სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** გადახდების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სასტუმროს სხვა განყოფილებებთან კოორდინაცია და სტუმრების მოთხოვნებზე დროული რეაგირება.
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ყურადღებიანობა და თავაზიანობა;
** გუნდური მუშაობისა და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** საცხოვრებელსა და კვებას სასტუმროში;
** პროფესიულ განვითარებას:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საცხოვრებელს;
** კვებას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm.montegudauri@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 04 14 26.
|
|
|
|