ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ბექ-ოფისის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბექ-ოფისის სპეციალისტი
მომწოდებელი: IndigoCars
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:

** პროგრამაში მონაცემების განახლება და მონიტორინგი.
** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება;
** ინვოისების მომზადება.
** შემოსული მეილების კონტროლი და უკუკავშირის დაბრუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცონდა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

** ჯამრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე