ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ბარის უნივერსალური თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის უნივერსალური თანამშრომელი
მომწოდებელი: არტ-კაფე APPIANO
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ახალი, მყუდრო არტ-კაფე APPIANO ეძებს ენერგიულ, მოწესრიგებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს ბარის მიმართულებით.

ვაკანსია — ბარის უნივერსალური თანამშრომელი

Art Café APPIANO | თბილისი, ქალაქის ცენტრი

სამუშაო მოვალეობები:

** ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება;
** ახალი წვენების დამზადება;
** კოქტეილების მომზადება;
** ნამცხვრების, დესერტებისა და სხვა პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაცია;
** მომხმარებლის შეკვეთების მიღება და მომსახურება;
** სალაროსთან მუშაობა და ანგარიშსწორება;
** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** სისწრაფე და ორგანიზებულობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი.

ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** მეგობრულ გუნდს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2026.

გამოგვიგზავნეთ CV ფოტო სურათით ან მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე: artcafeappiano@gmail.com

APPIANO — ადგილი, სადაც გემო, ხელოვნება და კარგი განწყობა ერთმანეთს ხვდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე