ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მზარეული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Art Ital Group
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
Art Ital Group — რესტორნების ქსელი ბათუმში, რომელიც აერთიანებს Aromi Italiani, Copacabana, Nadimi, Posh Nosh და Symposium-ს, აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
** პროდუქტის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი;
** სამზარეულოში ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება;
** პროდუქტების სწორად დამუშავება და შენახვა;
** პროდუქტის დანაკარგებისა და ნარჩენების მინიმიზაცია;
** კერძების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კულინარიის ძირითადი ტექნიკებისა და პროცესების ცოდნა;
** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და სისუფთავის დაცვა;
** გუნდური მუშაობისა და სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
** განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად.
** კვებას

სამუშაო ადგილი: ბათუმი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV tatia@artitaly.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე