|
დასახელება:
სასტუმროს გენერალური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Dreamland Oasis Chakvi
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - კომპანიის დირექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა და ყველა დეპარტამენტის ეფექტიანი და კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მოკლე და გრძელვადიანი ბიზნესსტრატეგიის შემუშავება, ბიზნესმიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;
** წლიური ბიუჯეტის, საოპერაციო გეგმებისა და ფინანსური პროგნოზების შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა და მათი შესრულების კონტროლი;
** სასტუმროს ფინანსური შედეგების მართვა, შემოსავლებისა და საოპერაციო ხარჯების ანალიზი, ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი და მომგებიანობის ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება;
** სასტუმროს ძირითადი ბიზნესმაჩვენებლების (KPI), მათ შორის Occupancy, ADR, RevPAR და GOP-ის მონიტორინგი და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
** მომსახურების ხარისხის, სტუმართა კმაყოფილებისა და საერთაშორისო სასტუმრო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების პროცესების უზრუნველყოფა;
** სტუმრების უკუკავშირის, საჩივრებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანი მართვა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** დეპარტამენტების ხელმძღვანელების საქმიანობის მართვა, შეფასება და შედეგებზე ორიენტირებული მენეჯმენტის გუნდის განვითარება;
** თანამშრომელთა პროდუქტიულობის, ჩართულობის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** გაყიდვების, მარკეტინგისა და Revenue Management-ის სტრატეგიების განხორციელების ზედამხედველობა, შემოსავლების ზრდისა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით;
** სასტუმროს ინფრასტრუქტურის, მატერიალური რესურსებისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი, აქტივების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
** შრომის, ჯანმრთელობისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეგულარული მენეჯერული ანგარიშგების მომზადება და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის სასტუმროს საქმიანობის, ფინანსური შედეგებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სასტუმრო მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში;
** სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 7-10-წლიანი გამოცდილება;
** გენერალური მენეჯერის ან ანალოგიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება;
** მასშტაბური სასტუმროს ან სასტუმრო-კურორტის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფინანსური მართვის, ბიუჯეტირებისა და Revenue Management-ის ცოდნა;
** საერთაშორისო სასტუმრო სტანდარტების ცოდნა;
** ლიდერული, სტრატეგიული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა.
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სასტუმროს გენერალური მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|
|
|
|