ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი-საწყობის თანამშრომელი - თბილისი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი-საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: FLO
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"FLO Georgia" წარმოადგენს "FLO Group"-ის შვილობილ კომპანიას. ჯგუფი ფლობს რამდენიმე საკუთარ ბრენდს, მათ შორის Kinetix, Lumberjack და Polaris, რომლებიც ძირითადად ყოველდღიური მოხმარებისა და სპორტული სტილის პროდუქციას მოიცავს.

საკუთარი ბრენდების გარდა, კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, Nike, Puma, Reebok და სხვა.

"FLO Group" აერთიანებს 650-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში FLO Group წარმოდგენილია FLO-სა და InStreet-ის მაღაზიების ქსელით.

ვაკანსია: გაყიდვების წარმომადგენელი-საწყობის თანამშრომელი

ლოკაცია: თბილისი მოლი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე (დილის, შუადღის ან საღამოს ცვლა, მოქნილად)
ანაზღაურება: 1020 ლარი (NET) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის განთავსება მაღაზიის საწყობში დადგენილი წესებისა და კატეგორიების შესაბამისად;
** პროდუქციის მაღაზიის სავაჭრო სივრცეში განთავსება და საჭიროების შემთხვევაში თაროების შევსება;
** საწყობში არსებული პროდუქციის მოწესრიგება და ორგანიზებულად განთავსება;
** პროდუქციის გადაადგილებისა და მარაგების აღრიცხვის პროცესში მონაწილეობა;
** პროდუქციის დაზიანების, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** საწყობის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** მომხმარებლის თავაზიანი და ყურადღებიანი მომსახურება;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

ბენეფიტები:

** 30%-იანი თანამშრომლის ფასდაკლება "FLO Group"-ის მაღაზიებში;
** ბონუსური სისტემა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული, მხარდამჭერი და გუნდური სამუშაო გარემო.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: Mariam.Midelashvili@flo.com.tr

ელფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ იმ მოლის დასახელება, რომელ ვაკანსიაზეც აგზავნით განაცხადს (მაგ.: "საწყობის თანამშრომელი - თბილისი მოლი").
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე