ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (Junior QA) პოზიციაზე — ვებ აპლიკაციებისა და Core სისტემების მიმართულებით.

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

პროკრედიტ ბანკი ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ Junior QA სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ვებ აპლიკაციებისა და Core სისტემების ხარისხის უზრუნველყოფაზე.

ჩვენთვის ხარისხის უზრუნველყოფა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტესტირების შესრულებით. ამ პოზიციაზე ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია სისტემის სიღრმისეული გააზრება, ფუნქციონალური და ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი, ხარისხთან დაკავშირებული რისკების დროული იდენტიფიცირება და ტესტირების პროცესში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
კანდიდატი აქტიურად ითანამშრომლებს დეველოპერებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებთან, პროდუქტის მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, სტაბილური და მომხმარებელზე ორიენტირებული მობილური აპლიკაციების შექმნა.

მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესში მონაწილეობა დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
** ფუნქციური და ბიზნეს მოთხოვნების გაცნობა და ანალიზში მონაწილეობა;
** ტესტ-ქეისებისა და ტესტირების სცენარების მომზადება და განახლება;
** ფუნქციური და რეგრესიული ტესტირების შესრულება განსაზღვრული დავალებების ფარგლებში;
** აღმოჩენილი დეფექტების იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და შესაბამის სისტემაში რეგისტრაცია;
** გამოსწორებული დეფექტების გადამოწმება (Retest);
** ტესტირების შედეგებისა და მტკიცებულებების დროული დოკუმენტირება;
** ტესტირების პროცესში შესაბამისი ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენება საჭიროების მიხედვით;
** დეველოპერებთან, ანალიტიკოსებთან და QA გუნდის წევრებთან თანამშრომლობა;
** ტესტირების პროცესებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

პროფესიული გამოცდილება:

** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა (SDLC) და ტესტირების (STLC) სასიცოცხლო ციკლების საბაზისო ცოდნა;
** ფუნქციური და რეგრესიული ტესტირების საფუძვლების ცოდნა;
** ტესტ-ქეისების შედგენისა და დეფექტების აღწერის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ტესტირების დიზაინის ძირითადი ტექნიკების (Test Design Techniques) საბაზისო ცოდნა;
** Jira-ს ან მსგავსი დავალებებისა და დეფექტების მართვის სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

სასურველი ცოდნა და გამოცდილება:

** SQL-ის საბაზისო ცოდნა მონაცემების გადამოწმებისთვის;
** REST API-ისა და Postman-ის შესახებ საბაზისო ცოდნა;
** Jira-ს ან სხვა Test Management ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** Agile/Scrum მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნა;
** ISTQB Foundation Level სერტიფიკატი ან შესაბამისი სასწავლო კურსის გავლა;
** ტესტირების სასწავლო ან პრაქტიკულ პროექტებში მონაწილეობა;
** AI ინსტრუმენტების გამოყენებისადმი ინტერესი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრობლემების პროაქტიულად აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ცოდნის გაზიარების სურვილი;
** პროფესიული განვითარების და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის მუდმივი სურვილი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "Junior QA" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, ცოდნისა და შერჩევის შედეგების საფუძველზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25/12/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე