ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჰუალინგ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** შემოსავლების, ხარჯების, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების ანალიზი;
** ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, ფინანსური პროგნოზების მომზადება და მომდევნო წლის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა;
** წინა წლების ფინანსური შედეგების შეჯამება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ბუღალტერიასთან კოორდინაცია და ფინანსური ინფორმაციის დროული შეგროვება და დამუშავების უზრუნველყოფა.
** საიჯარო შემოსავლების, ბინების რეალიზაციიდან მისაღები თანხებისა და დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
** გადახდის გრაფიკების, ფინანსური ვალდებულებებისა და მნიშვნელოვანი ფინანსური ვადების კონტროლი;
** ფინანსური რისკებისა და ბიუჯეტიდან გადახრების დროული გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
** შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და სამუშაო დოკუმენტაციისა და პრეზენტაციების მომზადება.
** ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიტიკური მიმოხილვების მომზადება და წარდგენა.
** კომპანიის შრომის შინაგანაწესისა და სხვა შიდა რეგულაციების მოთხოვნების დაცვა;
** სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების დროულად და სათანადოდ შესრულება.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის ინტერესი;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო — განიხილებიან დამწყები კანდიდატებიც;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილად განსაზღვრულია ოფისი - თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას N 22, ჰუალინგ პლაზა,
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 09:30 -18:30

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge 2026 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე