|
დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
| მომწოდებელი:
G&A Group
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
პოზიცია: კომერციული დირექტორი
ძირითადი მოვალეობები
** კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად კომერციული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების, მარკეტინგის, შესყიდვებისა და ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიული მართვა;
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და გაყიდვების არხების განვითარება.
** გაყიდვების წლიური და პერიოდული გეგმების, შემოსავლებისა და მომგებიანობის მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების არხების ეფექტიანობის, დისტრიბუციის დაფარვისა და ბაზრის წილის ზრდის უზრუნველყოფა;
** სტრატეგიულ კლიენტებთან და სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების განსაზღვრა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი და ეფექტიანობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელება.
** პროდუქციის საფასო პოლიტიკის, ფასდაკლებებისა და კომერციული პირობების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
** პროდუქტების, კატეგორიების, ბრენდებისა და კლიენტების მომგებიანობის სისტემური ანალიზი;
** მთლიანი მოგების (Gross Profit), კონტრიბუციული მარჟისა (Contribution Margin) და კომერციული ხარჯების მართვა;
** მარჟის გაუმჯობესებისა და კომერციული საქმიანობის ფინანსური ეფექტიანობის ზრდის უზრუნველყოფა.
** პროდუქციის ასორტიმენტის განვითარების, ოპტიმიზაციისა და ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვების კომერციული სტრატეგიის განსაზღვრა;
** ბრენდების პოზიციონირების, მარკეტინგული სტრატეგიისა და გაყიდვების სტიმულირების აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კონტროლი;
** სარეკლამო და პრომოაქტივობების ბიუჯეტების, შედეგებისა და მომგებიანობის შეფასება;
** დაბალბრუნვადი და არამომგებიანი პროდუქტების გამოვლენა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
** კომერციული შესყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** სტრატეგიულ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვის პირობებისა და მომწოდებელთა ეფექტიანობის კონტროლი;
** მარაგების ოპტიმალური დონის, ბრუნვადობისა და არალიკვიდური ნაშთების შემცირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პროგნოზირების პროცესის მართვა და წარმოებასთან, შესყიდვებთან და ლოგისტიკასთან მოთხოვნისა და მიწოდების კოორდინაცია.
** კომერციული მიმართულების წლიური ბიუჯეტის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
** შემოსავლების, მარჟის, კომერციული ხარჯებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირება და კონტროლი;
** კომერციული საქმიანობის KPI-ების განსაზღვრა, შედეგების რეგულარული ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგების წარდგენა;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ბიზნესპროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება.
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზება, მიზნებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
** თანამშრომელთა KPI-ების, შესრულების შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა;
** კომერციული მიმართულების სამუშაო პროცესებისა და შიდა პროცედურების განვითარება და შესრულების კონტროლი;
** ფინანსურ, საწარმოო, ლოგისტიკურ და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
ძირითადი KPI-ები:
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** მთლიანი მოგება და კონტრიბუციული მარჟა;
** გაყიდვების არხებისა და კლიენტების მომგებიანობა;
** ბაზრის წილი და დისტრიბუციის დაფარვა;
** მარკეტინგული და პრომოაქტივობების ეფექტიანობა;
** მარაგების ბრუნვადობა და დაბრუნებების მაჩვენებელი;
** კომერციული ბიუჯეტის შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
** კომერციული ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველის FMG სექტორი);
** გაყიდვების არხების განვითარების, ბაზრის გაფართოებისა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირების გამოცდილება;
** მსხვილ კლიენტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ერთჯერად კვებას;
** ანაზღაურება, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: კომერციული დირექტორი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|