|
დასახელება:
არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტანდარტული გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციისთვის საჭირო ნახაზების მომზადება;
** ობიექტის ექსტერიერისა და ინტერიერის 3D ვიზუალური ესკიზებისა და ფოტოების მომზადება, გრაფიკული დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ნახაზებში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** მუშა ნახაზების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო ობიექტზე ვიზიტები, პროცესის მეთვალყურეობა;
** სამუშაო პროცესში პრობლემების არსებობის შემთხვევაში უშალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** არქიტექტურული პროგრამების ცოდნა (Revit, AutoCAD, ArchiCAD, Photoshop);
** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გყავდეთ ავტომობილი;
** აუცილებელია ატვირთოთ თქვენი პორტფოლიო.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე- vacancysr531@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|