ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: სტანდარტი +
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები): 1000 ლარი;
** ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): 1500 ლარი;
** მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 1 დღე მცოცავი გრაფიკით.
** სამუშაო საათები: 10:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურეობა;
** შემოსულ შეტყობინებებზე (whatsapp-სა Facebook-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე