|
დასახელება:
რუსულენოვანი ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
|
|
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
|
"პრემიუმ ლოჯისტიქს ინთერნეიშენალი" ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს მსოფლიო მასშტაბით, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გზით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვებგვერდი: http://pli.ge
სამუშაო აღწერა:
** ახალი მომხმარებლების მოძიება და ბაზების განახლება;
** სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება;
** შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი;
** გაყიდვების შემდგომ დამკვეთთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ლოგისტიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30;
** სამუშაო ფორმატი: შტატში, ადგილზე;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 132
** ანაზღაურება: ფიქსირებული, განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი გაყიდვებიდან.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: career@pli.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: რუსულენოვანი ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|