ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მაქსიდენტი
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
სტომატოლოგიური კლინიკა "მაქსიდენტი" ეძებს პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:45-20:30, 2/2
სამუშაო მისამართი: თბილისი, ა. ყაზბეგის 28 (მეტრო დელისთან ახლოს)

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება და რეგისტრაცია
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და არქივაცია
** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
** ვიზიტების დაგეგმვა და გადანაწილება
** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა;
** გადახდების მიღება, ფინანსური ოპერაციების კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება
** სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა მისაღებ სივრცეში
** ექიმებისა და სხვა ადმინისტრაციული პერსონალის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი);
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.
** სტომატოლოგიური პროგრამა "დენტოს"-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მუშაობის გრაფიკი: 2/2 (თვეში 15 დღე)
ანაზღაურება: 70 ლარი / დღე

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ ფოსტაზე: info@maxident.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ "მაქსიდენტი" (იურ. დას. "შპს კვანტუმი") უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე