|
დასახელება:
სერვისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი
|
|
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
|
ვეძებთ სერვისის მენეჯერს ქართული რესტორნისთვის.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
რესტორანი ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და გამოცდილ სერვის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევას.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისის გუნდის (მიმტანები, ჰოსტესები, ბარმენები) მუშაობის კოორდინაცია, მართვა და მოტივირება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა, მათი ტრენინგი და ადაპტაციის პროცესის მართვა;
** სამუშაო გრაფიკების (ცვლების) დაგეგმვა და რეპორტინგი;
** სტუმრებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და პრობლემური სიტუაციების ოპერატიულად მოგვარება;
** რესტორნის დარბაზის გამართული მუშაობისა და სისუფთავის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სარესტორნო სფეროში მენეჯერულ ან ცვლის უფროსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის, ლიდერობისა და მოტივირების უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და კონფლიქტების დარეგულირების უნარები;
** სარესტორნო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** კვებით უზრუნველყოფას.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: alekogrigalashvili@gmail.com. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "სერვის მენეჯერი".
|
|
|
|