ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ბუღალტერი/დამხმარე ბუღალტერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი/დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ნოვატო
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
შპს "ნოვატო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის/დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

თუ გაქვთ ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ხართ ყურადღებიანი დეტალების მიმართ და გსურთ პროფესიული განვითარება — შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** მიღებული და გაცემული ზედნადებების სიზუსტის კონტროლი;
** შესყიდვებისა და რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროგრამული აღრიცხვა;
** დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორებების შეჯერება და დავალიანებების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, მე-2 ჩიხი №7;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-16:00;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

განაცხადის გამოგზავნა:

** დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: marifuturidze@gmail.com

წერილის სათაურის ველში მიუთითე სასურველი პოზიცია: "ბუღალტერი" ან "დამხმარე ბუღალტერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 დეკემბერი, 2026 წელი.

"ნოვატო" — ცოდნით ვხედავთ მეტს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე