|
დასახელება:
ფარმაცევტი
|
| მომწოდებელი:
ფარმანეტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე და იწვევს გუნდში ენერგიულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კადრებს.
რატომ "ფარმანეტი"? (ჩვენ გთავაზობთ):
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1, 500 ლარი (დარიცხული) + გამჭვირვალე და მზარდი ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან;
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს: ყოველი მესამე დღე (24 სთ) - თვეში მხოლოდ 10 სამუშაო დღე! (ღამის 02:00-დან დილის 08:00 საათამდე აფთიაქი იკეტება და ფარმაცევტისთვის მოწყობილია კომფორტული მოსასვენებელი სივრცე);
** სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს: აფთიაქი აღჭურვილია გათბობა-კონდიცირებისა და დაცვის თანამედროვე სისტემებით;
** მეგობრულ გუნდსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
ლოკაცია: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი №12ა (მეტრო "ღრმაღელესთან" ახლოს).
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა კვალიფიციური ფარმაცევტული კონსულტაცია და მაღალხარისხიანი მომსახურება;
** მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასების, ფასდაკლებებისა და მიმდინარე აქციების შესახებ;
** პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების მართვა;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების არსებობისა და სისწორის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული ფარმაცევტული განათლება;
** აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი.
როგორ გამოგვეხმაუროთ?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@pharmanet.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფარმაცევტი") ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 592-00-65-79.
შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია "ფარმანეტმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის მიზნით.
|
|
|
|