Робота для біженців з України
უფროსი გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ტურისტული კომპანია
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
ტურისტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

მიზანი:

მარკეტინგის დეპარტამენტი წარმოადგენს კომპანიაში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის პოზიციონირებაზე, გაყიდვების სტიმულირებაზე, ბაზრის ექსპანსიაზე და მომხმარებელთან გრძელვადიანი ემოციური კავშირის შენებაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდბუქის და კორპორატიული იდენტობის შესაბამისი სარეკლამო მასალების (სოციალური მედიის პოსტები, ბანერები, ბუკლეტები, ბილბორდები და ა.შ.) დიზაინის დამოუკიდებელი შექმნა და განვითარება;
** ვიზუალური სტრატეგიისა და დიზაინის კონცეფციის ფორმირება, რომელიც პასუხობს როგორც მომხმარებლის საჭიროებებს, ისე მარკეტინგული კამპანიების მიზნებს;
** ციფრული და ტრადიციული არხებისთვის სხვადასხვა ფორმატში ვიზუალური მასალის დამზადება: პოსტერი, პრეზენტაცია, ბეჭდური მასალა, ონლაინ ბანერი და ა.შ.;
** მოკლე ანიმაციებისა და ვიდეომასალის შექმნა საჭიროების შემთხვევაში - ბრენდის მიმართ მომხმარებლის ჩართულობის გასაზრდელად;
** პრეზენტაციების დიზაინის შემუშავება სტრუქტურული ლოგიკით და ვიზუალური სიზუსტით, მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად;
** დიზაინის მოქნილი ადაპტაცია დამკვეთისგან მიღებული შენიშვნებისა და კორექტირების მოთხოვნების შესაბამისად - ხარისხის და დროის მენეჯმენტზე პასუხისმგებლობით;
** აქტიური თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდის თითოეულ წევრთან - ტექსტის, იდეის და მიზნის სრულყოფილი ვიზუალიზაციისთვის;
** პროექტების დროულად დასრულებისა და ერთიანი გრაფიკის დაცვით საერთო შედეგზე ორიენტირებული მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი შემოქმედებითი ან ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის ცოდნა;
** AI დიზაინის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტიპოგრაფიის, კომპოზიციის, ფერთა თეორიისა და ვიზუალური იდენტობის პრინციპების ცოდნა;
** სოციალური მედიის, სარეკლამო კამპანიებისა და ბეჭდური მასალების შექმნის გამოცდილება;
** რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი;
** პორტფოლიოს წარმოდგენა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ტურიზმის, სასტუმრო, მოდის ან Lifestyle ინდუსტრიებში მუშაობის გამოცდილება;
** Motion Graphics-ის ან ვიდეომონტაჟის საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: people.selection@outlook.com ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე