|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სანიტარული კომპანია ქილერსი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
კომპანია "ქილერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ
"ქილერი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, სპეციალიზებულია მავნებლების კონტროლის სფეროში და ემსახურება საქართველოში მოქმედ წამყვან კომპანიებს.
კომპანიის გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება;
** შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
** დაინტერესებულ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მათი საჭიროებების მონიტორინგი;
** გაყიდვების პროცესისა და მიღწეული შედეგების აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (საშუალო);
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00;
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო და გუნდური მხარდაჭერა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@killers.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|