Робота для біженців з України
ვიდეოკონტენტის სახე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოკონტენტის სახე
მომწოდებელი: Nomio
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"Nomio" ეძებს ახალ სახეს საკუთარი ვიდეოკონტენტისთვის!

ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც გახდება Nomio-ს ვიდეოკონტენტის ერთ-ერთი სახე და კამერის წინ წარადგენს ბრენდის პროდუქტებსა და სერვისებს.

ძირითადი მოვალეობები:

** Nomio-ს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ვიდეოგადაღებებში მონაწილეობა;
** წინასწარ მომზადებული და გაწერილი სცენარის მიხედვით კამერის წინ საუბარი;
** ბრენდის პროდუქტებისა და სერვისების აუდიტორიისთვის წარდგენა;
** გადაღების პროცესში რეჟისორისა და გადამღები გუნდის მითითებების გათვალისწინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კამერის წინ მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** თავდაჯერებულობა და კამერის წინ თავისუფლად წარმოჩენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია სოციალური მედიის ვიდეოკონტენტში მონაწილეობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
** გადაღებები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 19:00 საათისა;
** ვიდეოს სცენარი და შინაარსი წინასწარ იქნება მომზადებული და კანდიდატს დამოუკიდებლად კონტენტის იდეების ან სცენარების შემუშავება არ მოეთხოვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ოფიციალურ მეილზე: nomioesim@gmail.com

შემოგვიერთდი და გახდი Nomio-ს ვიდეოკონტენტის სახე!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე