|
დასახელება:
მთავარი მოლარე
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო კრისტალი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"Hotels Management Group (HMG) - Crystal Hotel & Spa Bakuriani" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ფულადი სახსრების მიღებისა და გაცემის ოპერაციების აღრიცხვა;
** სალარო დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
** შემოსული და გასული თანხების აღრიცხვა და გადამოწმება;
** სალარო ნაშთების კონტროლი და მონაცემების შეჯერება;
** ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
** მთავარ ბუღალტერთან თანამშრომლობა მიმდინარე სააღრიცხვო საკითხებზე;
** კომპანიის შიდა ფინანსური პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სალარო ან ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ცოდნა;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
** სიზუსტე, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
** ფინანსურ ან საბუღალტრო დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საცხოვრებელსა და სასტუმროს შორის.
განაცხადის გამოგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hrm@hotelcrystal.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "მთავარი მოლარე".
"გმადლობთ ჩვენი სასტუმროს მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის!
Hotels Management Group (HMG) — Crystal Hotel & Spa Bakuriani
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება:
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის შეფასებისა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობის წარმართვის მიზნით.
რეზიუმე შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს კომპანიის სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
|
|
|
|