Робота для біженців з України
უსაფრთხოების დეპარტამენტის ზედამხედველი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების დეპარტამენტის ზედამხედველი
მომწოდებელი: სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"Marco Polo Hotel Gudauri" 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.

123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

"Marco Polo Hotel Gudauri" აცხადებს ვაკანსიას: უსაფრთხოების დეპარტამენტის ზედამხედველი

სამუშაო ადგილი: კურორტი გუდაური.

კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 6 დასვენების დღე, მონაცვლეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ქონების, შენობის, ინვენტარის, თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შიდა რეგულაციებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მართვა, მათთვის ყოველდღიური დავალებების განაწილება, სამუშაო პროცესის მონიტორინგი და შესრულების ხარისხის შეფასება;
** უსაფრთხოების თანამშრომლების სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი მოტივაციისა და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ტერიტორიის სისტემატური შემოვლა, უსაფრთხოების პოტენციური რისკებისა და ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** უსაფრთხოების ოფიცრებისთვის შემოვლის გეგმის განსაზღვრა და ვიდეომონიტორინგის პროცესის კონტროლი;
** სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების, პირველადი დახმარებისა და საევაკუაციო პროცედურების დაცვის კონტროლი;
** თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის, ასევე სასტუმროს სხვადასხვა სივრცეზე წვდომის კონტროლი;
** არაავტორიზებული პირების ან თანამშრომლების შესაბამის სივრცეებში გადაადგილების შემთხვევების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
** ობიექტზე მომხდარი ინციდენტების შესწავლა, საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ, სახანძრო, სამაშველო და სხვა შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;
** თანამშრომლების მიერ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების შიდა წესების დაცვის კონტროლი;
** დაცვითი ან სახანძრო სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში შესაბამის ობიექტზე დროული გამოცხადება, სიტუაციის შეფასება და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მოთხოვნები და უნარები:

** უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ცვლის უფროსის ან ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** თანამშრომელთა მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დაკვირვებულობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე