|
დასახელება:
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
|
| მომწოდებელი:
ევექსი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის, GHG (Georgian Healthcare Group), შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს — "კარავს".
კომპანიის მისიაა ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.
"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ორთოპედ-ტრავმატოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისნის პოლიკლინიკა
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლებისა და ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სერტიფიკატი/ლიცენზია შესაბამის სპეციალობებში;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება — "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომლებიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა — ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: cv@evex.ge
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|