Робота для біженців з України
ტექნიკოსი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ. ანაზღაურება: 1000 ლარი
ადგილმდებარეობა: ბორჯომი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული;
** პრიორიტეტი მიენიჭება ტექნიკოსს, სამალიარო სამუშაოების გამოცდილებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ამოწმებს და უზრუნველყოფს ყველა სანათ მოწყობილობას და ელექტრო ხელსაწყოების გამართულ მუშაობას შენობის შიგნით და სასტუმროს ტერიტორიაზე.
** ახორციელებს სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობის, წყალმომარაგების სისტემის, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, კანალიზაციის სისტემების, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების გამართულობის შემოწმებას და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ატარებენ სარემონტო სამუშაოებს;
** ახორციელებს კარების, ფანჯრების და მათი საკეტების რემონტს და შეცვლას;
** ახდენენ დაზიანებული ან გატეხილი ავეჯის შეკეთებას.
** ახორციელებს დაზიანებული ჭერებისა და კედლების სარემონტო სამუშაოებს.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე