Робота для біженців з України
საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ქართული ამერიკული უნივერსიტეტის მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული, gross)
** სამუშაო ადგილი: ეთერ ბოცვაძის 6ა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლების მიერ მოწოდებული საგამოცდო მასალების (ტესტები, კაზუსები, ღია კითხვები, თემები და სხვ.) დამუშავება, კოდირება/ნუმერაცია და საგამოცდო სისტემაში შეყვანა / ინტეგრირება;
** წინასწარ განსაზღვრული მითითებებით საგამოცდო ცხრილის შესაბამისად გამოცდების დაგეგმვა, სტუდენტთა ჯგუფების სისტემაში ატვირთვა, საგნების მიხედვით შესაბამისი მასალის მიმაგრება და საგამოცდო სიების ფორმირება;
** გამოცდების მიმდინარეობის მონიტორინგი და აკადემიური კეთილსინდისიერების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** სტუდენტების კონსულტირება ელექტრონული საგამოცდო პლატფორმის გამოყენებასა და ტესტირების ჩაბარების წესებთან დაკავშირებით;
** საგამოცდო სისტემიდან საჭირო მონაცემების ამოღება და დამუშავება;
** საგამოცდო ცენტრში შენახული დოკუმენტაციის (საკითხები, წერითი ნაშრომები და სხვა) უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა;
** პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საგამოცდო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 30 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, იმეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე