|
დასახელება:
გეოდეზისტი
|
| მომწოდებელი:
ბლექ სი გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
მდებარეობა: საქართველოს რეგიონები (სამშენებლო ობიექტების მდებარეობის შესაბამისად)
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანიის შესახებ:
ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართო მასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზების და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე ვეძებთ პასუხისმგებლიან და კვალიფიციურ გეოდეზისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს კომპანიის მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების სრულ გეოდეზიურ მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო oბიექტზე სრული გეოდეზიური მხარდაჭერისა და საინჟინრო კონტროლის უზრუნველყოფა;
** საპროექტო ღერძების, ნიშნულების და კოორდინატების მაღალი სიზუსტით ადგილზე გადატანა;
** მიწის სამუშაოების, ნაგებობებისა და საინჟინრო კონსტრუქციების გეოდეზიური მონიტორინგი;
** ტოპოგრაფიული და საკონტროლო-საშემსრულებლო აზომვების წარმოება შესაბამისი ხელსაწყოებით;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების ზუსტი განსაზღვრა;
** აზომვითი მონაცემების დამუშავება და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის საინჟინრო ჯგუფთან, მენეჯმენტთან და ტექნიკურ პერსონალთან მუდმივი კოორდინაცია;
განათლება და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება გეოდეზიის, მშენებლობის ან მომიჯნავე/ტექნიკური მიმართულებით;
** ინფრასტრუქტურულ (გზები, ხიდები, გვირაბები, აეროდრომები) პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** თანამედროვე გეოდეზიური ხელსაწყოების (Total Station, GNSS/GPS) გამოყენების გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა;
** გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** შესაძლებლობას იმუშაოთ მასშტაბურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე;
** საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში შესწავლასა და გამოცდილების მიღებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გეოდეზისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|