|
დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
შპს "ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები " აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე.
სექტორი: საბუღალტრო მომსახურება
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის ქ#1
ანაზღაურება: შეთანხმებით და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00.
ძირითადი მოვალეობები:
** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი დადგენილი სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო დეკლარირება და ბიუჯეტის მიმართ ვალდებულების შესრულება;
** ფინანსური და სხვა (მათ შორის SARAS-ში წარსადგენი) ანგარიშების მომზადება;
** აუდიტორებისთვის (მათ შორის საგადასახადოსთვის) ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
** გადარიცხვების წარმოება და მონიტორინგი;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და კონტროლი;
** დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა;
** სხვა საბუღალტრო საქმიანობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** 4+ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მმართველობითი აღრიცხვისა და ანგარიშგების ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. საბუღალტრო პროგრამა "FMG"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზების, დაგეგმარებისა და მონიტორინგის უნარი;
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე nbarbakadze@abs.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 20 დეკემბრისა.
გთხოვთ:
** მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
** CV-ს სახელწოდებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
** მეილში მიუთითოთ მინიმალური მოსალოდნელი ხელფასი.
სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|