Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლუანა
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
კომპანია "ლუანა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შესყიდვების პროცესის ეფექტიან მართვას, მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარებასა და შესყიდვების ოპტიმიზაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
** ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება და შეთავაზებების ანალიზი;
** ფასებზე, გადახდის პირობებსა და მიწოდების ვადებზე მოლაპარაკება;
** შესყიდვების პირობების ოპტიმიზაცია და კომპანიის ინტერესების დაცვა;
** მარაგების კონტროლი და შესყიდვების საჭიროების განსაზღვრა;
** შეკვეთების, მიწოდებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მონიტორინგი;
** შესყიდვების პროცესში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** FMCG სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული პირობების შეფასების უნარი;
** ბაზრის ანალიზისა და კონკურენტული შეთავაზებების შედარების გამოცდილება;
** Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება
** ფასდაკლებებისა და მარჟის დათვლის შესაძლებლობა.

პიროვნული კომპეტენციები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** გუნდური მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას
** სხვადასხვა გამოფენაზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოხვედრის შესაძლებლობას.

ანაზღაურება: 1300-3000 ლარამდე გაწეული სამუშაოს და ბონუსების გათვალისწინებით.

გთხოვთ CV ფოტოსურათთან ერთად, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: resume.ltd.luana@gmail.com. subject-ში მიუთითეთ " შესყიდვების მენეჯერის ვაკანსია"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე