|
დასახელება:
სტაჟირება კატეგორიის მენეჯერის მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
ახალი ხედვა
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორატიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს სტაჟირებას კატეგორიის მენეჯერის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქ.N17
სტაჟირება ანაზღაურებადია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კატეგორიაში შემავალი პროდუქტებისა და ბრენდების შესწავლა;
** გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ანალიზში მონაწილეობა;
** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა, ფასებისა და ასორტიმენტის მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტებისა და ბრენდების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** პროდუქციის მარაგებისა და გაყიდვების დინამიკის მონიტორინგში მონაწილეობა;
** მარკეტინგული აქტივობებისა და სარეკლამო შეთავაზებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა;
** გაყიდვების გუნდთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
** კატეგორიის მენეჯერისთვის სხვადასხვა ანალიტიკური და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტები;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
** სტაჟირების ფარგლებში მიიღებთ:
** პრაქტიკულ გამოცდილებას კატეგორიის მართვის მიმართულებით;
** გაყიდვების, ბაზრის კვლევისა და ასორტიმენტის მართვის პროცესების გაცნობის შესაძლებლობას;
** გამოცდილი პროფესიონალისგან სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კატეგორიის მენეჯერის სტაჟიორი).
|
|
|
|