|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მიფასი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
ჩვენი გუნდი ეძებს კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტს.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი 1500 ლ;
** ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (სრულად ანაზღაურებადი) - 3 თვე;
მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გაყიდვების საბაზისო თეორიული ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორაციულ ნომერს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ceo@mifasi.ge. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|