ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ავტოპარკის/ავტოსალონის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის/ავტოსალონის დამხმარე
მომწოდებელი: რენო საქართველო
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
რენო საქართველო - Renault Georgia აცხადებს ვაკანსიას: ავტოპარკის/ავტოსალონის დამხმარე.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ვეძებთ სანდო და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ავტომობილების მარაგის ორგანიზებას, სისუფთავესა და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგს.

** ავტომობილების მიღება და მასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა
** მიღებული ავტომობილების შემოწმება დაზიანებების გამოსავლენად
** ავტომობილების პარკირება, გადაადგილება და განლაგება ავტოსადგომის ან/და ავტოსალონის ტერიტორიაზე
** ავტომობილზე სადილერო სანომრე ნიშნებისა დამაგრება, დამცავი მასალის აძრობა და გასაღებების აღრიცხვა/შენახვა.
** ავტოსალონში არსებული ავტომობილების დასუფთავება
** ავტომობილების გადაყვანა სამრეცხაოზე
** ავტომობილების საბურავების წნევის, საწვავის დონისა, აკუმულატორის მდგომარეობის და სხვა ტექნიკური პარამეტრების შემოწმება.
** გასაყიდი ავტომობილების მომზადება სარეალიზაციოდ;
** შოურუმში არსებული ავტომობილებისა და აქსესუარების მუდმივი ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოქმედი მართვის მოწმობა
** როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების უსაფრთხოდ მართვის უნარი.
** სრული ზოგადი განათლება (ატესტატი); საჭიროების შემთხვევაში შაბათ-კვირას, საღამოს საათებში ან სადღესასწაულო დღეებში მუშაობის შესაძლებლობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00.
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები +დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@renault.ge არაუგვიანეს 2026 წლის 25 დეკემბრისა.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ავტოპარკის/ავტოსალონის დამხმარე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე