Робота для біженців з України
მძღოლი/კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი/კურიერი
მომწოდებელი: კლინიკა ნეოლაბი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
კლინიკა "ნეოლაბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/კურიერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარლამ თოფურიას 2ბ;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორი კლინიკებიდან ნიმუშების ტრანსპორტირება;
** საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელ კლინიკებში საკვლევი მასალის ტრანსპორტირება;
** მოთხოვნის საფუძველზე, დღის განმავლობაში ექთნის გადაყვანა ჩანიშნული გამოძახებების თანმიმდევრობის გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაყვანა კლინიკის რეგიონალურ ფილიალში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
** მოწესრიგებულობა და თანმიმდევრულობა.

კომპანია უზრუნველყოფს:

** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავტომობილსა და საწვავს;
** ავტომობილისა და მძღოლის სავალდებულო დაზღვევას.

ჩვენთან დასაქმების უპირატესობები: სპეციალური ფასდაკლება ლაბორატორიული გამოკვლევების სრულ სერვისზე.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი СV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე neolabhrgeo@gmail.com. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს, რაც გულისხმობს დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვას და კანდიდატის შესაბამისობის დადგენას არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე