Робота для біженців з України
ავტომრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომრეცხავი
მომწოდებელი: პადელის კლუბი დინამო თბილისი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"პადელის კლუბი დინამო თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ავტომრეცხავის პოზიციაზე. ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ და ენერგიულ კანდიდატებს ჩვენს გუნდში, რომლებიც მზად არიან მაღალი სტანდარტით მოემსახურონ კლუბის სტუმრებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების მაღალი ხარისხით გარეცხვა (შიდა და გარე ზედაპირების დამუშავება).
** ქიმწმენდისა და პოლირების სამუშაოების შესრულება (კვალიფიკაციის შესაბამისად).
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
** სტუმრებისთვის მეგობრული და პროფესიონალური სერვისის შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ავტომობილების დეტალური და ხარისხიანი რეცხვის სპეციფიკის სრულყოფილი ცოდნა.
** დისციპლინა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
** გუნდში მუშაობის და ორგანიზებულობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად და პრესტიჟულ სპორტულ კლუბში.
** მაღალ ანაზღაურებას: გამომუშავებით (ნავაჭრის 30%).
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

როგორ უნდა მიმართოთ ვაკანსიას?

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: padeldinamo@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე