|
დასახელება:
მცხობელი-კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
მორსელსი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"მორსელსი" ეძებს მცხობელ-კონდიტერს თბილისში.
"Morsels" ქართული საკონდიტრო ბრენდია. ჩვენი მთავარი პროდუქტია ხელნაკეთი იტალიური ორცხობილა. გუნდში ვეძებთ საკონდიტრო გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც უყვარს ცხობა და დეტალებს ყურადღებას აქცევს.
რას გააკეთებ:
** მოამზადებ ორცხობილას და სხვა საკონდიტრო ნაწარმს ჩვენი რეცეპტების მიხედვით.
** წარმართავ ორცხობილების (და არამხოლოდ) მომზადების სრულ პროცესს.
** იზრუნებ ყოველ პარტიაში ხარისხის კონტროლზე.
** სამუშაო სივრცესა და ინვენტარს სუფთად შეინახავ და დაიცავ სურსათის უვნებლობის წესებს.
რას ველით შენგან:
** კონდიტერად ან მცხობელ-კონდიტერად მუშაობის გამოცდილებას.
** რეცეპტების სიზუსტით შესრულებას და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარს.
** პასუხისმგებლობასა და აკურატულობას. ორცხობილებისა და სხვა მშრალი საკონდიტრო ნაწარმის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას დაგახვედრებთ:
** HACCP-ის სერტიფიცირებულ, კეთილმოწყობილ საწარმოს, სადაც ცხობისთვის საჭირო დანადგარები, ინვენტარი და ინგრედიენტები ადგილზე დაგხვდება.
** ჩვენი გუნდის წევრთან ერთად მოამზადებ ორცხობილას და პრაქტიკულად გაეცნობი "მორსელსის" რეცეპტსა და ცხობის ტექნიკას.
** პატარა გუნდს, სადაც შენს გამოცდილებას ვაფასებთ. თუ ახალი გემოს ან დესერტის იდეა გაქვს, მის გამოცდაშიც მიიღებ მონაწილეობას.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
** გრაფიკი: 5 დღე კვირაში, 6 საათი დღეში (30 საათი კვირაში, გრაფიკს მოვარგებთ კონდიტერის სურვილებს)
** ანაზღაურება: 2000 ლარი
გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვწერე, სად გიმუშავია და რა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებ.
თუ გაქვს, შეგიძლია შენი ნამუშევრების ფოტოებიც გაგვიზიარო.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: sales@morselsfoods.com
|
|
|
|