|
დასახელება:
საქმეთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
ვიკონ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"VIKON Group" საქართველოში წამყვანი საინჟინრო, სამშენებლო და საპროექტო კომპანიაა, რომელიც საქმიანობს საინჟინრო ქსელებისა და სისტემების პროექტირების, ტექნიკური კონსულტაციისა და სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
** ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
** ობიექტებზე საჭიროების შემთხვევაში მივლინებები შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად და შემდგომი პროცესების დასაგეგმად;
** ობიექტებზე არსებული მასალებისა და ინვენტარის მარაგების მართვა;
** პროექტის განხორციელების პროცესში მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) ტექნიკური საკითხების შეთანხმება;
** ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება (არქიტექტურაში, სამშენებლო ინჟინერია, ან მომიჯნავე მიმართულებით);
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება-არანაკლებ 2 წელი;
** შესრულებული სამუშაოებისა და ფარული სამუშაოების აქტების, ასევე სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** სამშენებლო ობიექტების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა; AutoCAD-ისა და ArchiCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი (AutoCAD)
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
პიროვნული უნარები:
** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge - სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
|
|
|
|