|
დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
მეტრო ატლას ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
სს "მეტრო ატლას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. N1ა (მეტრო სითის სავაჭრო ცენტრი, გაყიდვების ოფისი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული
აუცილებელი მოთხოვნა: არსებული სამი ენიდან - ინგლისურ ენა; რუსული ენა; თურქული ენა, რომელიმე ორი ენა მაინც (B1 დონეზე).
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული სტუმრების მიღება და ბინების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** ბინების პრეზენტაცია როგორც გაყიდვების ოფისში, ასევე ობიექტზე;
** გაყიდვების პროცესის მართვა პირველი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** კომპანიის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებასა და განვითარებაში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობიანი, მოტივირებული და პოზიტიური დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე: hr@metro360.ge.
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების წარმომადგენელი".
|
|
|
|