|
დასახელება:
ავტოტრანსპორტირების ბროკერი
|
| მომწოდებელი:
Nova Transport
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"Nova Transport LLC" არის ამერიკული ავტოტრანსპორტირების სფეროში მომუშავე კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილების ტრანსპორტირების ორგანიზებაში ეხმარება აშშ-ის მასშტაბით.
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს ავტოტრანსპორტირების ბროკერის პოზიციაზე.
სამუშაო ფორმატი: დისტანციური (Remote)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 17:00-02:00
დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** მომხმარებლებისთვის სატრანსპორტო შეთავაზებების მომზადება;
** მძღოლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების მართვა და ტრანსპორტირების პროცესის მონიტორინგი;
** კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური ენის ცოდნა B2+/C1 დონეზე;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებებისა და გაყიდვების უნარები;
** სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.
** კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ მომზადებასა და სამუშაო პროცესში სწავლებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV: Nina@novatransport.us
|
|
|
|