Робота для біженців з України
ღამის მოლარე-კონსულტანტი - თემქა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანია სუპერმარკეტების ქსელი - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თემქის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თემქა 11 მ/რ 3 კვ.;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@multimarket.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი თემქა".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე