|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
World Vision
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა — კონსულტანტი (ები)/კომპანია: პროექტის "ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის" " ფინალური (Endline) შეფასება
კახეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონები, საქართველო
ვორლდ ვიჟენ საქართველო
ვორლდ ვიჟენის შესახებ
ვორლდ ვიჟენი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰუმანიტარული განვითარებისა და ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს თითქმის 100 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.wvi.org/georgia
მოწვევა მონაწილეობისთვის
ვორლდ ვიჟენი საქართველო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს, მიიღონ მონაწილეობა კონსულტანტის (ების)/კომპანიის პრეკვალიფიკაციასა და შერჩევაში, რომელიც განახორციელებს შემდეგს: პროექტის "ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის" ფინალური (Endline) შეფასება. პროექტი ხორციელდება დანიის ლტოლვილთა საბჭოსა (DRC) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პარტნიორობით, SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით. შეფასება დაგეგმილია 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 25 მარტამდე პერიოდში. მივიღებთ განაცხადებს კარგად დამკვიდრებული და სანდო მომწოდებლებისგან.
დოკუმენტაციის წარდგენა და შერჩევა განხორციელდება ვორლდ ვიჟენის ელექტრონული შესყიდვების სისტემის (Provision/Coupa) მეშვეობით.
ძირითადი ვადები
სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის მოთხოვნის ვადა: 2026 წლის 2 დეკემბერი, 17:00.
სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის პაკეტის მოთხოვნისთვის, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. წერილი: thea_kvintradze@wvi.org. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შერჩევის დასახელება — "Endline Evaluation - Ertad".
წინადადების ატვირთვის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 17:00.
ვადის გასვლის შემდეგ ან ვორლდ ვიჟენის შესყიდვების სისტემის გარეთ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კონტაქტი და განმარტებები
პროცესთან დაკავშირებული განმარტებებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ვორლდ ვიჟენ საქართველო
78, დ. უზნაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: thea_kvintradze@wvi.org
|
|
|
|