|
დასახელება:
გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
Coral Club
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
"Coral Club" 1998 წლიდან აწარმოებს ჯანსაღი კვების პროდუქტებს, კოსმეტიკურ საშუალებებსა და სახლისთვის განკუთვნილ უსაფრთხო საწმენდ და სარეცხ საშუალებებს.
კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი 200-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში მიეწოდება მომხმარებლებს. Coral Club-ის წარმომადგენლობები 38 ქვეყანაშია გახსნილი, გაყიდვების ოფისების საერთო რაოდენობა კი 350-ს შეადგენს.
ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები და მუდმივად ვვითარდებით. სწორედ ამიტომ, ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ოფისსა და მის ფარგლებს გარეთ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ოფისის მუშაობის მომზადებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
** ოფისის საქმიანობის დასაწყებად და მიმდინარე ამოცანების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის მომზადების ორგანიზება;
** ოფისის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** საოფისე ხარჯების ბიუჯეტის შემუშავება და მართვა;
** მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მიღების წესის განსაზღვრა, მინდობილობების გაფორმება და გადახდების ორგანიზება;
** საოფისე საკანცელარიო ნივთების, სახარჯი მასალებისა და სამუშაოსთვის საჭირო სხვა მატერიალური რესურსების მიღებისა და აღრიცხვის ორგანიზება;
** კომპანიის ღონისძიებებზე სტუმრების დახვედრისა და რეგისტრაციის, მომხმარებელთა მომსახურებისა და შეხვედრების, პრეზენტაციების, თათბირების, კონფერენციებისა და სემინარების ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის ორგანიზება;
** ოფისში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების ორგანიზება;
** საქმისწარმოების პროცესის კოორდინაცია და საოფისე დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოება, საქმიანი მიმოწერის მართვა და საჭირო მასალების გაგზავნის უზრუნველყოფა;
** ოფისის თანამშრომლების შრომითი დისციპლინის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში თანამშრომლების დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** 1C-ის, Bitrix-ისა და CRM სისტემების ცოდნა;
** მივლინებებში გამგზავრების მზაობა;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ოფისი. ბათუმი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 2 დასვენების დღე;
** ოფიციალური დასაქმება;
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში — 2500 ლარი, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ — 3000 ლარი.
საკონტაქტო ელფოსტა: coralclub.georgia@gmail.com
|
|
|
|