|
დასახელება:
ავტოპარკის თანამშრომელი - C კატეგორია
|
| მომწოდებელი:
ჰერცი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
"Hertz Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის თანამშრომლის პოზიციაზე (C კატეგორია)
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოპარკის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
** სატვირთო ავტომობილების გადაადგილება, სერვისცენტრებში გადაყვანა და დაბრუნება;
** ავტომობილების მომხმარებლებთან მიწოდება და უკან დაბრუნების ორგანიზება;
** ავტომობილების მიღება-ჩაბარება და მათი ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება;
** გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
** ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია და მიმდინარე სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოქმედი C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სატვირთო ავტომობილების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1800 მომატების პერსპექტივით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: N.Baghatrishvili@hertz.com.ge. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ავტოპარკის თანამშრომელი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 568 68 80 31
|
|
|
|