Робота для біженців з України
სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორი - სეფიეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორი
მომწოდებელი: ნათს ინქორფორეითიდ
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ნათს ინქორფორეითიდ" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამეგრელო, სოფელი სეფიეთი
განაკვეთი: სრული

ამ პოზიციის მიზანია თხილის ბაღების ინფრასტრუქტურის (წყლის არხების, შიდა გზებისა და ღობეების) მოწყობის, შეკეთებისა და მოვლის სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია, ამ სამუშაოებში ჩართული პერსონალის ხელმძღვანელობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული თხილის ბაღების წყლის არხების გაყვანის, გამართვისა და პერიოდული გაწმენდის ორგანიზება;
** არხების მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, დაზიანებების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაღებში წყლის დგომა;
** ბაღების შიდა გზების შეკეთებისა და მოვლის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, ტექნიკისა და პერსონალის შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად;
** ღობეების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და ახალი ღობეების მოწყობის ორგანიზება;
** სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, დავალებების განაწილება, შესრულებული საქმის მონიტორინგი და შეფასება;
** საჭირო მასალებისა და ტექნიკის განსაზღვრა, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** სამუშაოების კოორდინაცია აგრონომიულ გუნდთან, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეთანხმებული იყოს ბაღის მოვლის გრაფიკთან;
** საავარიო სიტუაციებზე (წყალდიდობა, არხის ჩაქცევა, ღობის დაზიანება) ოპერატიული რეაგირება;
** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/სასურველი უნარ-ჩვევები

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სამშენებლო, მელიორაციის ან აგრარულ სფეროში) ან 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს როლზე;
** წყლის არხების, მიწის სამუშაოებისა და გზების მოვლის სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა;
** მიწის სამუშაოების ტექნიკასთან (ექსკავატორი, გრეიდერი და სხვ.) დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება;
** კარგი ლიდერული თვისებები, ხალხის მართვის და სწორი დავალებების მიცემის უნარები;
** დაგეგმვისა და ორგანიზების კარგი უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@nutsinc.ge და სათაურში "Subject" მიუთითოთ: სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე