|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ედესი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული მასალებით ვაჭრობა, ასევე საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალ მომსახურების სტანდარტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვების მენეჯერის დავალებების შესრულება და პროცესების კოორდინაცია;
** პოტენციური მომწოდებლების მოძიება და ბაზრის კვლევა;
** ფასების შეთავაზებების მიღება და ერთმანეთთან შედარება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი);
** შეკვეთილი საქონლის/მომსახურების მიწოდების ვადების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა.
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია ხელფასი 1100-დან 1300 ლარამდე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 1600 ლარის ოდენობით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 05 სამუშაო დღე - 09:00-18:00 (შესვენება 1 სთ).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 157.
ბენეფიტები: 1. Fitpass (ფიტპასი); 2. უფასო კვება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე info@edesi.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი".
|
|
|
|