|
დასახელება:
შეკვეთების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
MS Holding
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
კომპანია "MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20-წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/
"MS holding" გეძებს შენ შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს:
** ონლაინ შეკვეთების მიღება, დამუშავება და სრული ციკლის მართვა;
** პარტნიორ ონლაინ პლატფორმებზე პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსება, განახლება და კონტროლი;
** პარტნიორ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების, ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების მართვა;
** შეკვეთების მიწოდების პროცესის კონტროლი და საწყობთან/საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ციფრულ გაყიდვებში;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა, #4;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 საათი;
** ანაზღაურება: 1500 ₾ + ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება!
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
|
|
|
|