Робота для біженців з України
მზარეული - სხვადასხვა - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული - სხვადასხვა
მომწოდებელი: დიალოგი კოხტა ბაკურიანი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
აპარტ-სასტუმრო "დიალოგი კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას.

ვეძებთ მზარეულებს სხვადასხვა პოზიციაზე:

** ცხელი კერძების მზარეული
** ცივი კერძების მზარეული
** კონდიტერი
** დამხმარე მზარეული

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
სამუშაო განაკვეთი: სრული

პირობები: საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით, 1400-2000 ლარამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.dialog@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მზარეული".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე