|
დასახელება:
პირადი მძღოლი
|
| მომწოდებელი:
რუსთავის ფოლადი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
შპს "რუსთავის ფოლადი", რომელიც 1948 წელს დაარსებული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შექიმნა 2011 წელს და დღეისათვის აწარმოებს მრავალი სახის პროდუქტს: ფიტინგები, უჟანგავი მილები, კვადრატული ნაწარმი, რკინის ჩამოსხმა, ლითონის კონსტრუქციები და ა.შ. აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. №12
დასაქმება: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით.
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი (სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, განათების ხელსაწყოები, საბურავების მდგომარეობა, ზეთისა და ტექნიკური სითხეების დონე);
** ავტომობილის სისუფთავის კონტროლი და უზრუნველყოფა (როგორც სალონის, ისე ძარის);
** გეგმური ტექნიკური მომსახურების (ზეთის, ფილტრების შეცვლა), ტექდათვალიერებისა და დაზღვევის ვადების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტების მიტანა და ა.შ.)
** გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება;
** კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** პუნქტუალურობა.
შეღავათები:
** კორპორატიული დაზღვევა;
** კვება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონზე: +995 577 177 900. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პირადი მძღოლი".
|
|
|
|