|
დასახელება:
ფსიქოლოგი
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერის გაძლიერება ზუგდიდის დღის ცენტრში" ფარგლებში, აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო დატვირთვა: კვირაში 8 საათი (20%)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ვაკანტური ადგილი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ბენეფიციარების ფსიქოდიაგნოსტიკა და მათი ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
** ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარებისთვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
** ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, მოზარდებსა და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისთვის;
** ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშების (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების), სარელაქსაციო და შემეცნებითი აქტივობების ორგანიზება; საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს ბავშვებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
** გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მშობლებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება (განსაკუთრებით რთული შემთხვევების გამოკვეთისას, კომპეტენტურ ფსიქოთერაპევტთან გადამისამართება);
** მოზარდებისა და მშობლების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიურ თემატიკაზე ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
** ბავშვებისთვის ტრენინგებისა და სხვა ჯგუფური აქტივობების ჩატარება არაფორმალური განათლების, სოციალური უნარების, დასაქმების უნარების, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის და სხვა მსგავს თემატიკაზე;
** ორგანიზაციაში არსებული ბავშვთა დაცვის პოლიტიკის გათვალისწინებით, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან/ოჯახებთან მუშაობის პროცესში ჩართვა;
** განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
** ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში, სოციალურ მუშაკთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ბენეფიციარებთან სამუშაოს დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს შეჯამება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
** სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება; შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისთვის მიწოდება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** წერითი უნარ-ჩვევები;
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ მხარდაჭერას;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|