|
დასახელება:
მზრუნველი/ძიძა
|
| მომწოდებელი:
საბავშვო ბაღი პინიკონი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
საბავშვო ბაღი "პინიკონი" ეძებს თბილ, ენერგიულ და ყურადღებიან თანამშრომელს 2-3 ჯგუფში მზრუნველის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 13:00 (ან 14:00) - 19:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
** პატარების უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვა
** დღის მეორე ნახევრის რეჟიმის წარმართვაში მონაწილეობა (ძილიდან გაღვიძება, კვება, ჰიგიენა)
** აღმზრდელის მხარდაჭერა ასაკობრივი თამაშების, ეზოში გასეირნებისა და განმავითარებელი აქტივობების დროს
მოთხოვნები:
** პატარებთან მუშაობის ან მოვლის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
** ბავშვებთან უშუალო, თბილი კომუნიკაციის უნარი
** მშვიდი, მომთმენი და მზრუნველი მიდგომა
პირობები:
ანაზღაურება: 600 ლარიდან
მისამართი: დიდი დიღომი, ვახტანგ ჭელიძის 13
საკონტაქტო ინფორმაცია: 598 70 15 19
|
|
|
|